გაფრთხილება!

საიტზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წყაროს (bisamo.ge) და ავტორთა (სახელი და გვარი) მითითებით. 

ქსარელტო: მარტო ენის გასატეხი სიტყვა არ არის.

21.05.2016

 

ქსარელტო წამალია რომლის გამოთქმაც უფრო ძნელია ვიდრე მისი გამოყენება. უამრავისთვის ის სიცოცხლის შემანარჩუნებელი წამალია. ქსარელტო (რივაროქსაბანი), არის ანტიკოაგულანტი (სისხლის გამათხელებელი) ტაბლეტი, რომელიც მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. ის გამოიყენება ღრმა ვენებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვში თრომბული კოლტის წარმოქმნა (პულმონური ემბოლიზმი - პე). თრომბული კოლტის წარმოქმნა შესაძლოა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. მაგალითად მუხლის ამ ბარძაყის სახსრის პროთეზირებისას. ასევე, ქსარელტო საუკეთესო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს მოციმციმე არითმია, რომელიც არ არის გამოწვეული დაზიანებული გულის სარქვლებისგან, დაეხმაროს მათ, რომ არ განუვითარდეთ თრომბის კოლტი, რომელსაც შეუძლია გადავიდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი. 

 

 

2. რა არის ქსარელტო?

ქსარელტო მიეკუთვნება მედიკამენტთა იმ კლასს, რომელიც ცნობილია, როგორც მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორი (Factor Xa inhibitor). მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ბლოკავს თრომბოზული კოლტის წარმომქმნელი მე 10 ა ფაქტორს და ოთავიდან აცილებს სისხლის კოლტის განვითარებას ან მის უფრო გადიდებას. მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორს პროთრომ