2017 - შპს "მადლი", ყველა უფლება დაცულია.

Tel: +995551830101

Please reload

წინა პოსტები

შეუძლიათ თუ არა ხელოვნურ უჯრედებს ჩაანაცვლონ ფუნქციადაკარგული ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები?

November 26, 2017

1/5
Please reload

რჩეული პოსტები

როგორ დიაგნოსტირდება ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში?

თქვენი ექიმი ქოლესტერინის დონეს ადგენს სისხლში მისი რაოდენობის განსაზღვრით. სისხლის ანალიზი, სახელწოდებით ლიპოპროტეინული ჯგუფი, ამოწმებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ტესტის ჩატარებამდე 9-12 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები, წყლის გარდა.

ლიპოპროტეინული პანელის პასუხი თქვენ ექიმს მისცემს შემდეგ ინფორმაციას:

  • საერთო ქოლესტერინი - წარმოადგენს სისხლში საერთო ქოლესტერინის რაოდენობის საზომს და მოიცავს დაბალი (LDL) და მაღალი (HDL) სიმკვრივის ლიპოპროტეინულ ქოლესტერინს.

  • LDL  ქოლესტერინი - ანუ "ცუდი" ქოლესტერინი წარმოადგენს არტერიებში ქოლესტერინის დაგროვების და მათი სანათურის დაცობის ძირითად წყაროს.

  • HDL  ქოლესტერინი - ანუ "კარგი" ქოლესტერინი ეხმარება ცუდი ქოლესტერინის მოშორებას არტერიებიდან.

  • ტრიგლიცერიდები - ცხიმის ერთერთი ტიპია, რომელსაც შეიცავს თქვენი სისხლი. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მათი მაღალი დონე სისხლში ზრდის გულის იშემიური დაავადების რისკს, განსაკუთრებით ქალებში.

 

 

 

 

 

 

თუ თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი სრული ლიპოპროტეინული პანელი, მაშინ საერთო და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის მონაცემები საკმარის წარმოდგენას შეგიქმნიან ქოლესტერინის დონეზე თქვენ სისხლში.

საერთო და HDL  ქოლესტერინის ტესტირება არ მოითხოვს შიმშილს. თუ თქვენი საერთო ქოლესტერინი 200 მგ/დლ ან მეტი, ან HDL  ქოლესტერინი 40 მგ/დლ -ზე ნაკლებია, მაშინ ექიმი ალბათ დაგინიშნავთ სრული ლიპოპროტეინული პანელის კვლევას. (ქოლესტერინი იზომება, როგორც მილიგრამი (მგ) ქოლესტერინი 1 დეცილიტრ (დლ) სისხლში).

ქვევით მოყვანილ ცხრილებში ნაჩვენებია საერთო, LDL და HDL  ქოლესტერინის დონეები და შესაბამისი კატეგორიები. ნახეთ და შეადარეთ თქვენი ქოლესტერინის ანალიზის პასუხები ცხრილში არსებულ ციფრებს.

 

 

 

 

 

 

 

ტრიგლიცერიდები ასევე ზრდიან გულის დაავადებათა რისკს, როცა მათი დონე ზღვრულია (150-199 მგ/დლ) ან მაღალი (200 მგ/დლ და მეტი). ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ მკურნალობა.

ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ ტრიგლიცერიდების დონე, მოიცავს:

  • ზედმეტი წონა და სიმსუქნე

  • ფიზიკური აქტივობის არქონა

  • თამბაქოს მოწევა

  • ალკოჰოლის არაზომიერი გამოყენება

  • ძალიან მაღალნახშირწყლოვანი დიეტა

  • ზოგიერთი დაავადება და წამლები

  • ზოგიერთი გენეტიკური დარღვევ

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე ფეისბუქზე
Please reload