top of page

A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციები


A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების დროს გვხვდება:

- ფარინგიტი და პიოდერმა, ნეკროტული ფასციიტი , ცელულიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი, მწვავე რევმატიული ცხელება (მ.რ.ც), პოსტსტრეპტოკოკული რეაქტიული ართრიტი (პ.ს.რ.ა) და ვასკულიტები კავკასიის სინდრომი და შონლაინ- ჰენოხის დაავადება.

მწვავე რევმატიული ცხელება ძირითადად ბავშვებსა და ახალგაზრდებში გვხვდება.ამ დაავადებას შემთხვევათა ორ მესამედში წინ უსწრებს ფარინგიტი. სტრეპტოკოკური ფარინგიტი, განსაკუთრებით ეპიდემიისას მკვეთრად დამაუძლურებელ დაავადებას წარმოადგენს. მისი კლინიკური სიმპტომატიკაა მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება და ყელის ძლიერი ტკივილი, ხოლო ფიზიკალური გასინჯვით დგინდება ხახის ჰიპერემია, შეშუპება და ექვსუდაციური ტონზილიტი. კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა. სურდო, ლარინგიტი და ხველა ჩვეულებრივ არ გვხვდება სტრეპტოკოკური ფარინგიტის დროს და უფრო ვირუსულ ეტიოლოგიაზე მიგვანიშნებს.

წარსულში სტრეპტოკოკურ ფარინგიტს ხშირად თან სდევდა ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი გამონაყარი. სადღეისოთ ნაკლებად არის გავრცელებული სტრეპტოკოკის ის შტამები, რომლებიც ამ სახის გამონაყარს იწვევს სტრეპტოკოკური ფარინგიტის სიმპტომატიკა ჩვეულებრივ ხუთ დღეზე მეტი არ გრძელდება. სწორმა ანტიბიოტიკურმა თერაპიამ შეიძლება შეამოკლოს სტრეპტოკოკური ფარინგიტის მიმდინარეობა. ხოლო ათ დღიანმა კურსმა კი გაანადგუროს ხახაში არსებული ინფექციის კერა და თავიდან აგვაცილოს მომავალში მრც-ის განვითარება. ჩვეულებრივ სტრეპტოკოკური ფარინგიტიდან მრც-ის პირველი ნიშნების გამოჩენამდე ორიდან ოთხ კვირამდე (საშუალოდ 18,6 დღე), ლატენტური პერიოდია როდესაც რაიმე კლინიკური ან ლაბორატორიული სიმპტომები არ არის გამოხატული. მრც-ის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშნელობა აქვს ჯონსის კრიტერიუმებს. მრც-ის დიაგნოზისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანალიზში სტრეპტოკოკური ინფექციის არსებობის ისეთ ნიშნებს როგორიც არის ხახის მიკროფლორაში სტრეპტოკოკის აღმოჩენა ან შრატში ანტისტრეპტოლიზინ-O-ს (ან სხვა ანალოგიური უჯრედგარეთა სტრეპტკოკული ანტისხეულების) არსებობა. ანტისტრეპტოლიზინ -O ტიტრს უფრო მეტი სპეციფიურობა გააჩნია, რადგანაც სტრეპტოკოკი ზოგიერთ ადამიანს ხახაში შეიძლება აღმოაჩნდეს გამოხატული ინფექციის არსებობის გარეშეც. ჯონსის კრიტერიუმები იყოფა დიდ და მცირე ნიშნებად მათი დიაგნოსტიკური სპეციფიურობის მიხედვით (იხ.ცხრილი) 2 დიდი ან 1 დიდი და 2 მცირე კრიტერიუმის არსებობა მიუთეთიებს მრც-ის არსებობის მაღალ შესაძლებლობაზე.

ცხრილი:

ჯონსის კრიტერიუმები მრც-ის დიაგნოსტიკისათვის :

1 046 просмотров0 комментариев

Comments


bottom of page