ალერგიული რინიტი ვლინდება ქავილით, ცემინებით, რინორეით, ზოგჯერ ცხვირის გაჭედვით და ზოგჯერ კონიუნქტივიტით ოთახის მტვერთან და სხვა ალერგენთან კონტაქტის დროს, რომელიც თავს იჩენს სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში; დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზსა და კანის სინჯების ჩატარებას; მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინების კომბინაციას დეკონგენსანტებსა და ნაზალურ სტეორიდებთან, მძიმე შემთხვევაში - დესენსიბილიზაციის ჩატარებას; სეზონური ალერგიული რინიტი (თივის ცხელება) ვლინდება ხეების მტვერთან კონტაქტისას - მუხა, არყა, მურყანი; კაკალი - გაზაფხულზე; ასევე ბალახების მტვერთან - სარეველები; მრავალძარღვა, ამბროზია, აბზინდა; - ზაფხულსა და შემოდგომაზე; ზოგჯერ ადგილი აქვს რინიტის განვითარებას სოკოს სპორების დამტვერვის დროს;რინიტი მთელი წლის განმავლობაში შედეგია ოტახის მტვერთან, ტარაკნის ექსკრემენტებთან, ასევე შინაურ ცხოველებთან და ნესტის სოკოებთან კონტაქტისას; კლინიკური ნიშნები: ქავილი ცხვირისა და თვალების ლორწოვანზე; ცემინება; ცხვირისა და დანამატი წიაღების გაჭედვა;
რასაც მივყავართ თავის ტკივილის და სინუსიტის განვითარებამდე; ასევე შესაძლოა იყოს ხვეა და ქოშინი, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს ასთმა; ობიექტურად ისახება ნიჟარების შეშუპება და ჰიპერტროფია; დიაგნოსტირება ძირითადად ანამნეზით ხდება; დიაგნოსტიკური სინჯები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ემპირიული მკურნალობით შედეგი არ მიიღწევა; თუ ცხვირის გამონაყოფ სეკრეტში - აღენიშნება ეოზინოფილია; ამ შემთხვევაში მოწოდებულია ასპირინული სენსიბილიზაცია ან არაალერგიული რინიტი ეოზინოფილიით;
მკურნალობა სეზონური და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტებისა ერთნაირია; პირველ რიგში უნდა მოშორდეს გამომწვევის მიზეზი; თუ ვერ ხერხდება მიზეზის მოცილება, მაშინ ვიყენებთ ანტიჰისტამინებს დეკონგენსანტებთან და ნაზალურ სტეროიდებთან კომბინაციაში; ალტერნატიულ პრეპარატს წარმოდგენს: პოხიერი უჯრედების ინჰიბიტორები; (ქრომოლინი და ნედოქრომილი;) ასევე ნაზალური იპრატროპიუმი 0,03%; ხშირად ავიწყდებათ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც მექანიკურად აშორებს დიდი ზომის მტვრის ნაწილაკებს; და არბილებს ლორწოვან გარსს; იმუნოთერაპია უფრო ეფექტურია სეზონური რინიტის დროს; პირველი დესენსიბილიზაცია იწყება სეზონის დასრულებისთანავე; მონტელუკასტი ამსუბუქებს სიმპტომატიკას; თუმვა მისი როლი მკურნალობაში ბოლომდე ნათელი არ არის; ანტი IgE ანტისხეულების როლი შესწავლის პროცესშია;არალერგიული რინიტის მკურნალობა წარმოებს ნაზალური კორტიკოსტეროიდით; ასპირინული სენსიბილიზაციის დროს ასპირინზე უარი და მონტელუკასტი; ცხვირის პოლიპების დროს - ეფექტურია სტეროიდები;
コメント