top of page

ანგიონევროზული შეშუპება - თანდაყოლილი და შეძენილი ანგიოედემა

Обновлено: 6 дек. 2020 г.


ანგიონევროზული შეშუპება წარმოადგენს დერმის ღრმა შრეებისა და კანქვეშა ქსოვილის შეშუპებას, შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტებით; ცხოველთა შხამით, კვებითი და ექსტრაქტული ალერგენებით; ძირითადი სიმპტომია დიფუზური მტკივნეული შესიება, ზოგჯერ შემოსაზღვრული;

მწვავე ანგიონევროზული შეშუპება პრაქტიკულად წარმოადგენს ანაფილაქსურ რეაქციას; ზოგჯერ თან ახლავს ურტიკარია, გამონაყარი ერითემისა და წყლიანი ბუშტების სახით;

ქრონიკული ანგიონევროზული შეშუპება (6 კვირაზე მეტი) იშვიათად IgE განპირობებული რეაქციაა, თუმცა ხშირად ძნელად ასახსნელი დაზიანებაა. მიზეზი ძირითადად უცნობია; ზოგჯერ მიზეზი არის სხვადასხვა მედიკამენტის ქრონიკული მოხმარება;

ზოგიერთ შემთხვევაში ანგიონევრზული შეშუპება შესაძლოა იყოს თანდაყოლილი;

თანდაყოლილი შეშუპება წარმოადგენს C1 ცილის ესტერაზას ინჰიბიტორის უკმარისობას (85% 1 ტიპი); ან დისფუნქციას; (15% 2 ტიპი); იგი არეგულირებს კომპლემენტის აქტივაციას კლასიკური გზით, მემკვიდრეობით გადაეცემა აუტოსომურ-დომინანტური გზით, C1 ინჰიბიტორის უკმარისობა ვითარდება, ნეოპლასტიური პროცესების დროს, ასევე როდესაც გამოთავისუფლდება აუტოანტისხეულები C1 ინჰიბიტორის მიმართ, მონოკლონური გამაპათიების დროს; შეტევები პროვოცირდება ტრავმით, ვირუსული ინფექციით, მწვავდება ემოციური სტრესის დროს;

SLXLM​​


სიმპტომი არის შეშუპება, რომელიც ვითარდება მანამ, სანამ არ დაიშლება კომპლემენტის კომპონენტები; ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა, აღენიშნება გულისრევა-ღებინება, კოლიკა, ნაწლავური გაუვალობის სიმპტომები; ასევე ხახისა და ხორხის შეშუპების შეგრძნება;

დიაგნოზი ეფუძნება C2 და C4 (წარმოადგენს C1 -ის ინჰიბიტორის სუბსტანციას) დაბალ მაჩვენებელს; C1q-ს ნორმულ მაჩვენებელს; C1-ის ინჰიბიტორის ფუნქციის დაქვეითებას; 1 ტიპის დროს C 1-ის მაჩვენებელი დაბალია; 2 ტიპის დროს ნორმული ან მაღალი; შეძენილი უკმარისობის დროს C1q-ს მაჩვენებელი დაბალია;

მკურნალობა წარმოებს ხსნადი ანდროგენების (სტანოზოლოლი2მგ ან დანაზოლი 200მგ) C1 ინჰიბიტორის ღვიძლისმიერი სინთეზის სტიმულაციისათვის; ზოგიერთი სპეციალისტი ურჩევს ახლადგაყინული პლაზმის გადახსმას სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო პროცედურის წინ პროფილაქტიკისათვის; თუმცა ეს მიდგომა ყოველდღიურ პრაქტიკაში მაინც არ გამოიყენება; გადაუდებელი თერაპიისთვის გამოიყენება გაწმენდილი და რეკომბინანტური C1-ის ინჰიბიტორი;


Kommentare


© 2023 Имя сайта. Сайт создан на Wix.com

გაფრთხილება!

საიტზე წარმოდგენილი ყველა მასალა წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წყაროს (bisamo.ge)  და ავტორის (სახელი და გვარი) მითითებით.

bottom of page