აოაკ პარეპარატებს როგორც ძირითად (ორმაგ ანტიკოაგულაციურ) თერაპიაზე დამატებულ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, თრომბოზის განვითარების რისკი, მაგრამ საფუძვლიანად გასათვალისწინებელია მათი უნარი გაზარდოს სისხლდენები.>>> აოაკ სხვადასხვა, თვით ერთი და იმავე ჯგუფის პრეპარატის მოქმედების შედეგებიც კი სხვადასხვაა. ორი პრეპარატი იყო შესწავლილი დიდ კვლევებში. აპიქსაბამისგამოყენება გამოდგა წარუმატებელი იშემიური მოვლენების განვითარების პროფილქტიკაში, APPRAISE-2, კვლევაში, ხოლორივაროქსაბანის დაბალი დოზების გამოყენება იყო წარმატებული ATLAS-2, კვლევაში.
მაგრამ ორივე კვლევაში ადგილი ჰქონდა ინტრაკრანიალური სისხლდენების გახშირებას, როდესაც ახალი პრეპარატები დამატებული იყო სტანდარტულ ანტითრომბოციტულ თერაპიას. კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ისეთი ახალი ანტითრომბოციტური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა პრასუგრელი (Effient®, Daiichi sankyo) და ტიკაგრელორი, BRILINTA®, AstraZeneca Pty Ltd) იწვევენ იშემიური მოვლენების შემცირებას, კლოპიდოგრელთან შედარებით მწვავე კორონარული სინდრომების დროს, მაგრამ ამასთანავე (30%)–ით ზრდიან სისხლდენებს. ევროპელი კარდიოლოგების კომენტარის მიხედვით: შესაძლოა კომბინაცია კლოპიდოგრელი/ასპირინი, უკვე მოძველდა და პრასუგრელმა დატიკაგრელორმა უნდა შეცვალოს კლოპიდოგრელი. რაც შეეხება დაბიგატრანს, ის ჯერ ჯერობით მთლიანად შესწავლილი არ არის მწვავე კორონარული სინდრომების მკურნალობაში.
აოაკ პრეპარატებს როგორც ძირითად თერაპიაზე დამატებულ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, თრომბოზის განვითარების რისკი, მაგრამ საფუძვლიანად გასათვალისწინებელია მათი უნარი გაზარდოს სისხლდენები. აოაკ სხვადასხვა, თვით ერთი და იმავე ჯგუფის პრეპარატის მოქმედების შედეგებიც კი სხვადასხვაა. დარექსაბანი და აპიქსაბანი ზრდის სისხლდენების სიხშირეს, ამიტომ დარექსაბანი ამოღებული იქნა ხმარებიდან.
PAR 1 ანტაგონისტი (პროტეაზა აქტივირებული რეცეპტორი) ვორაპაქსარი ისევე როგორც აპიქსაბანი ზრდის სერიოზული სისხლდენების სიხშირეს მწვავე კორონარული სინდრომის (მკს) პაციენტებში, თან ამავე დროს არ ამცირებს იშემიური მოვლენების სიხშირეს. ატოპაქსარი აუმჯობესებს მიოკარდიუმის იშემიის სუროგატული გამოვლინებების პროფილაქტიკას, სერიოზული სისხლდენების გახშირების გარეშე, მაგრამ საჭიროა დიდი კვლევების ჩატარება რათა ეს პრეპარატი გამოიცადოს პაციენტებში, იშემიური მოვლენების შემცირების უნარინობაში. როგორც ჩანს აოაკ პრეპარატებიდან ყველაზე დიდ სარგებელს იღებენენ პაციენტები, რომლებსას გააჩნიათ თრომბიზის განვითარების მაღალი რისკი. პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების გაძლიერებული მონიტორინგით, და შესაძლოა თრომბოციტების ფუნქციის ტესტებით, შესაძლოა მოვახდინოთ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც გააჩნიათ სისხლდენების განვითარების მცირე რისკი.
ამგვარად სპეციალისტთა ვარაუდით მწვავე კორონარული სინდრომების დროს აოაკ–ს დანიშვნის რეკომენდაციები, არც ისე ოპტიმისტურია. მათი გამოყენებაშესაძლებელია მწვავე კორონარული სინდრომების დროს იმ პაციენტებში, რომლებსაც გაჩნიათ თრომბოზის განვითარების მაღალი და სისხლდენების განვითარების დაბალი რისკი. სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ რომ შესაძლებელი იქნება მათი დანიშვნა მწვავე კორონარული სინდრომის საწყისი თერაპიის ვადის გასვლის შემდეგ. ე.ი. როდესაც იშემიური მოვლენიდან გასულია 1 წელი.
სტატია ადაპტირებულია საიტიდან :http://anticoagulation.amjmed.com/Content/PDFs/Costopoulos-Novel.pdf
ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია.
Kommentare