top of page

ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა


პროფილაქტიკური ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგიის განვითარებისათვის აუცილებელია დაისახოს გარკვეული გეგმები, რომლებიც მოიცავს:

1. ბავშვთა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და რევმატიულ დაავადებათა გავრცელების შესწავლას ეპიდემიოლოგიური მეთოდებით;

2. ა) მედიკო-გენეტიკური კონსულტაციების ჩართვას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებათა პროფილაქტიკურ სისტემაში;

ბ) თანდაყოლილი ინფექციების (ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალია, ჰერპესი, ლისტერიოზი) ზოგიერთ ნივთიერებათა ცვლის დაავადებათა _ ფოსფატ-დიაბეტი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია, ფრუქტოზურია, ცელიაკია, მუკოვისციდოზი, მარფანის სინდრომი, ქსანთომატოზისა და სხვათა როლის განსაზღვრა გულ-სისხლძარღვთა რევმაიულ და არარევმატიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზში, რისკ-ფაქტორებში მათი ხვედრითი წილის მინიშნებით.

3. ბავშვთა გულსისხლძარღვთა დაზიანებათა ეპიდემიოლოგიურ და პროფილაქტიკურ კოოპერირებულ კვლევათა განვითარებას.

4. საქართველოში ბავშთა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და რევმატიულ დაავადებებთან ბრძოლის კომპლექსურ კომუნალურ პროგრამების შემუშავებას და მის დროულ პროფესიონალურ წარმართვას.


Comments


© 2023 Имя сайта. Сайт создан на Wix.com

გაფრთხილება!

საიტზე წარმოდგენილი ყველა მასალა წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წყაროს (bisamo.ge)  და ავტორის (სახელი და გვარი) მითითებით.

bottom of page