top of page

იმუნური უჯრედების ცილებს შეუძლიათ დააჩქარონ ინსულტისშემდგომი აღდგენის პროცესი


სისხლჩაქცევა ტვინში - ეს არის ინსულტის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების გახეთქვით. გამოდენილი სისხლი იწვევს თავის ქალაში წნევის მომატებას და შეშუპებას, რომელიც თავის მხრივ აზიანებს ტვინის უჯრედებს და ქსოვილებს. დროთა განმავლობაში დამატებითი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პროდუქტების ტოქსიური დონით დაგროვებამ და იმუნური უჯრედების შეღწევამ.

ჰემორაგიული ინსულტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უეცარი სისუსტით, სახის, ხელების და ფეხების დამბლით ან დაბუჟებით, მეტყველების ან მისი აღქმის დარღვევით, მხედველობის პრობლემებით.

ათწლეულობით მიმდინარე გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ ნეიტროფილები წარმოადგენენ ერთ-ერთ პირველ იმუნური უჯრედების პასუხს სისხლჩაქცევაზე და რომ მათ მოქმედებას ტვინზე შეიძლება ჰქონდეს, როგორც დადებითი, სამკურნალო, ისე დამაზიანებელი ეფექტიც.

ჰიუსტონში, ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო-სამეცნიერო ცენტრში ჯგუფმა დოქტორ იაროსლავ არონოვსკის ხელმძღვანელობით სცადა გაერკვია, რა როლი შეიძლება ითამაშონ ნეიტროფილებმა ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობაში. კვლევა დაფინანსდა ნევროლოგიურ დარღვევათა და ინსულტის ნაციონალური ინსტიტუტის (NINDS) მიერ.

შედეგები გამოქვეყნდა 2017 წლის 19 სექტემბერს Nature Communications-ში.

დასაწყისში განისაზღვრა ცილის ინტერლეიკინ-27 (IL-27)-ის დონე, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა იმუნური უჯრედების აქტივობას თაგვების სისხლსა და ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ. მათ აღმოაჩინეს IL-27 -ის დონის მომატება სისხლჩაქცევიდან 1 საათის განმავლობაში.

მისმა დონემ პიკს მიაღწია 24 საათში და რჩებოდა მაღალი 3 დღის განმავლობაში. შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მიკროგლიებად წოდებული ტვინის უჯრედები სისხლის წითელ უჯრედებთან შეხების პასუხად წარმოქმნიან IL-27-ს. აღმოჩნდა, რომ გამოთავისუფლებული IL-27 -ის მოლეკულები გადაადგილდებიან თაგვის ძვლებისკენ და აღწევენ ძვლის ტვინში, სადაც წარმოიქმნება ნეიტროფილები. როცა მკვლევარებმა მოახდინეს ძვლებიდან ნეიტროფილების გამოყოფა და დაამუშავეს ისინი IL-27 -ით, ქიმიურმა ნივთიერებამ გაზარდა შეხორცებასთან დაკავშირებული გენების აქტივობა.

მკვლევარებს სისხლჩაქცევის შემდეგ თაგვებში შეჰყავდათ IL-27. ინსულტიდან რამდენიმე დღის შემდეგ დამუშავებული თაგვები უფრო კარგად გამოიყურებოდნენ სიარულის, კიდურების მოძრაობის და ცურვის დროს, ვიდრე დაუმუშავებელი თაგვები.

IL-27-ით დამუშავებული თაგვების ტვინი აღმოჩნდა ნაკლებად დაზიანებული. მათ ჰქონდათ უფრო ნაკლები შესივება სისხლჩაქცევის ირგვლივ და გაცილებით ნაკლები დონე იმ ორი ნაერთისა, რომლებიც მაღალი შემცველობისას ტოქსიურია, სისხლის რკინა და ჰემოგლობინის ცილა. ამის საწინააღმდეგოდ, იმ შენაერთის ინექციები, რომელიც ბლოკავდა IL-27-ის ბუნებრივ აქტივობას, ანელებდნენ აღდგენის პროცესს.

ერთი იმ გენთაგან, რომელთვისაც IL-27 ზრდიდა აქტივობის დონეს ნეიტროფილებში, იყო ლაქტოფერინი, ცილა, რომელიც ანეიტრალებს ტოქსიურ რკინას. ჯგუფმა შეისწავლა ლაქტოფერინის გავლენა ინსულტისშემდგომ აღდგენაზე. მათ შეჰყავდათ თაგვებისა და ვირთხების ორგანიზმში ლაქტოფერინი სისხლჩაქცევიდან 30 წუთში. დამუშავებული ცხოველების აღდგენა მიმდინარეობდა უფრო სწრაფად და აღენიშნებოდათ უფრო ნაკლები დაზიანებები თავის ტვინში, ვიდრე პლაცებო ცხოველებს.

"ტვინში სისხლჩაქცევა წარმოადგენს დამაზიანებელ და ხშირად ინსულტის სასიკვდილო ფორმას, რომლისთვისაც არ არსებობს ეფექტური წამლები", - ამბობს არონოვსკი. "ჩვენი შედეგები - პირველი საიმედო ნაბიჯია ინსულტის ამ დამანგრეველი ფორმის მკურნალობის შემუშავების გზაზე".

27 просмотров0 комментариев

Comments


bottom of page