top of page

კვებითი ალერგია

Обновлено: 6 дек. 2020 г.


კვებითი ალერგია არის მეტად გამოხატული იმუნური პასუხი საკვებ ცილაზე;

ის უნდა განვასხვაოთ არაიმუნური რეაქციისაგან ზოგიერთ საკვების მიმართ ( მაგალითად ლაქტაზის აუტანლობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; ინფექციური გასტროენტერიტი); და რეაქციისაგან კვებით დანამატებზე - ნატრიუმის გლუტამატი, მეტაბისულფატი, ტარტრაზინი;

ნებისმიერი საკვები და დანამატი შეიძლება შეიცავდეს ალერგენებს; ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება რძის, სოიოს, კვერცხის, მიწის თხილის, ხორბლეულის მიმართ ალერგია; უფროს ასაკში კი კაკალი და ზღვის პროდუქტები;

არსებობს ჯვარედინი რეაქციები კვებით და სხვა ალერგენებს შორის; სენსიბილიზაცია წარმოებს არაენტერალური გზით; მაგ: პაციენტებს პირის ღრუს ალერგიით - ქავილი, ერითემა, შეშუპება, ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას, შესაძლოა სენსიბილიზებული იყოს მცენარეთა მტვრით; ასვეე არახისზე რეაქციისას შესაძლოა არახისის ცხიმზე დამზადებული კრემების გამოყენებით იყოს სენსიბილიზებული; პაციენტებს ალერგიით ლატექსზე ხშირად აქვთ ალერგია ბანანზე, კივზე, ავოკადოზე; ლატექსის ხელთათმანების გამოყენებით მომზადებულ საკვებზე რჩება მტვერი, რომელზე ალერგიაც ადვილად შეიძლება აგვერიოს საკვებზე ალერგიაში;

ძირითადად კვებითი ალერგია განპირობებულია IgE, T -ლიმფოციტებით და მათი კომბინაციით; პირველი ვითარდება სწრაფად, - ურტიკარია, ანაფილაქსია, ასთმა; -იწყება ადრეულ ასაკში; აქვს ატოპიის გენეტიკური ისტორია; T- უჯრედოვანი ალერგია - ცილოვანიგასტროენტეროპათია, ცელიაკია - ვითარდება თანდათანობით და მიმდინარეობს ქრონიკულად; ეოზინოფილური გატროენტერიტი - ვლინდება ტკივილით მუცელში; დიარეით; ეოზინოფილიით და ნაწლავის კედელში ეოზინოფილური ინფილტრატების არსებობით; ცილების კარგვით; იშვიათად ახალშობილებში აღინიშნება IgG განპირობებული რეაქციები ძროხის რძეზე, რასაც მივყავართ ფილტვისმიერ ჰემორაგიებამდეც;

სიმპტომები - ახალშობილებში - ატოპიური დერმატიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა; უფროსი ასაკის ბავშვებში - სიმპტომები იცვლება და ვითარდება რეაქციები საინჰალაციო ალერგენებზე; მოზრდილებში - არის ტენდენცია უფრო ძლიერი რეაქციებისაკენ - ექსფოლიაციური ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია; ზოგიერთ პაციენტს უვითარდება შაკიკის შეტევა გარკვეული საკვების მიღებისას; ასევე ხეილიტი, აფტოზური დაზიანება, პილოროსპაზმი, სპასტიური შებერილობა; ქავილი ანუსის არეში;

მძიმე კვებითი ალერგიის დიაგნოსტირება ადვილია მოზრდილებში; მარტივი ფორმისა და ასევე ბავშვების შემთხვევაში გართულებულია;

თუ სიმპტომების განვითარება დაკავშირებულია გარკვეულ საკვებთან, მაშინ იყენებენ კანის ან რადიოალერგოსორბენტულ IgE -სპეციფიკურ ტესტებს; მართალია დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ადასტურებს კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგს, თუმცა უარყოფითი პასუხით გამოირიცხება ასა თუ ის ალერგენი; კანის დადებითი სინჯის შემთხვევაში გამოირიცხება რაციონიდან ეს პროდუქტი; ხდება ელიმინაციური დიეტის შედგენა , თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კვებიტი სენსიბილიზაცია შეიძლება გაქრეს სპონტანურად;

ანტიჰისტამინები გამოიყენება შეზღუდულად გარდა იმ შემთხვევისა, როცა არის ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება; სტეროიდებს იყენებენ ხანგრძლივად ეოზინოფილური ენტეროპათიების დროს;

Comments


© 2023 Имя сайта. Сайт создан на Wix.com

გაფრთხილება!

საიტზე წარმოდგენილი ყველა მასალა წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი ნებისმიერი სახით გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წყაროს (bisamo.ge)  და ავტორის (სახელი და გვარი) მითითებით.

bottom of page