top of page

ლეიშმანიოზი


ლეიშმანიოზი იმ ინფექციების საერთო სახელწოდებაა, რომელთაც იწვევს უმარტივესი უჯრედშიდა პარაზიტი ლეიშმანია. ადამიანებსა და ცხოველებში ლეიშმანიოზის გადამტანია პატარა სისხლისმწოველი მწერი ფლებოტომუსი. ინფექციის წყაროს დაავადებული ადამიანი ან ცხოველი წარმოადგენს. მისი სისხლის ამოწოვისას პარაზიტები ფლებოტომუსის კუჭში ხვდებიან. 5-8 დღის შემდეგ მწერს უკვე შეუძლია პარაზიტის გადაცემა და სხვა ადამიანისა თუ ცხოველის დაავადება. ლეიშმანია გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით ამ პარაზიტით გამოწვეულ დაავადებებს ორ ძირითად ჯგუფად - ძველი და ახალი სამყაროს ლეიშმანიოზებად ყოფენ. ძველი სამყაროს (ევროპა, აზია, აფრიკა) ლეიშმანიოზებია: I. კანის (ზოონოზური, ანთროპონოზული) ლეიშმანიოზი; II. ვისცერული (ინდოეთის, ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა), აღმოსავლეთ აფრიკის) ლეიშმანიოზი. ახალი სამყაროს (ამერიკის კონტინენტის) ლეიშმანიოზებია: I. კანის ლეიშმანიოზი; II. კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი; III. ვისცერული ლეიშმანიოზი.


119 просмотров0 комментариев

Commentaires


bottom of page