top of page

როგორ ზეგავლენას ახდენს დიეტა ყვითელი ხალის ასაკობრივ დეგენერაციაზე


თვალის უკანა ნაწილში, ბადურის ცენტრის ახლოს მდებარეობს მცირე ზომის არე, რომელიც ცნობილია, როგორც მაკულა - ყვითელი ხალი. მაკულა აუცილებელია მკვეთრი ცენტრალური მხედველობისთვის, მაგალითად, იმისთვის, რომ დავინახოთ ჩვენს პირდაპირ ახლოს მდებარე საგნები, ვმართოთ, ვიკითხოთ და ვცნობდეთ სახეებს. 2 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია (AMD). ეს არის მხედველობის დაკარგვის ძირითადი მიზეზი 50 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში.

არსებობს AMD -ს ორი ტიპი: მშრალი და სველი. არსებობს სველი ფორმის მკურნალობის მეთოდები, თუმცა ადამიანთა უმეტესობას უვითარდება მშრალი ფორმა. ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ გარკვეული დანამატები, რათა შეანელონ ბადურის დაზიანება. მაგრამ AMD -ს უმეტეს შემთხვევებში არ არსებობს ეფექტური მკურნალობა და შეუძლებელია მისი პროგრესირების შეჩერება მხედველობის გაუარესებამდე.

პოპულაციების წინა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი გლიკემიური დიეტა დაკავშირებულია AMD -ს დაწყებასთან და პროგრესთან. ნახშირწყლები მაღალი გლიკემიური დატვირთვით, ისეთი როგორიცაა თეთრი პური, სწრაფად გადამუშავდება და ამიტომ შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლში შაქრის შეწებება. დაბალი გლიკემიური დატვირთვის ნახშირწყლები, როგორიცაა მთლიანი მარცვლის პური, გადამუშავდება უფრო დიდი დროის განმავლობაში და მოითხოვს მონელებაში იმ ბაქტერიების ჩართვას, რომელთა საერთო სახელწოდებაა მიკრობიომები.

ადანიანებზე გამოკვლევების შედეგებით შთაგონებულმა გუნდმა ტაფტსის უნივერსიტეტიდან, ექიმების ალენ ტეილორის და შელდონ როუენის ხელმძღვანელობით შეისწავლეს დიეტური ნახშირწყლების გავლენა ბადურის დაზიანებისას, AMD -ს ნიშნით.

გუნდმა ივარაუდა, რომ საშუალო ასაკის თაგვების გადაყვანა მაღალი გლიკემიური დიეტიდან დაბალ- გლიკემიურზე ამუხრუჭებს ან წყვეტს ბადურის დაზიანებას.

კვლევები ნაწილობრივ დაფინანსდა თვალის ნაციონალური ინსტიტუტის (NEI) - ის მიერ. შედეგები გამოქვეყნდა მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის შრომებში 2017 წლის 30 მაისს.

ჯგუფი თაგვებს კვებავდა ერთნაირი რაოდენობის კალორიებით, მაგრამ ცვლიდა ნახშირწყლების ტიპს. 19 თაგვს აძლევდნენ დაბალგლიკემიურ დიეტას და 40 თაგვს მაღალგლიკემიურს. ექვსი თვის შემდეგ 17 თაგვი გადაიყვანეს მაღალიდან დაბალგლიკემიურ დიეტაზე. 6 თვის შემდეგ მკვლევარებმა გაანალიზეს განსხვავებები თაგვების სამ ჯგუფს შორის, რომლებმაც იმ დროისთვის უკვე მიაღწიეს სიბერის ასაკს.

მაღალგლიკემიური დიეტით ნაკვებ თაგვებს განუვითარდათ ბადურის დაზიანების ნიშნები, თუმცა თაგვის თვალს არ გააჩნია მაკულა, ეს ნიშნები მსგავსი იყო იმ სიმპტომებისა, რომლებიც აღენიშნებოდათ ადამიანებს მშრალი AMD -ით. განსაზღვრული მეტაბოლური ცვლილებები, ისეთი როგორიცაა ქოლესტერინისა და ინსულინის მაღალი დონე, დაკავშირებული იყო ბადურის დაზიანებასთან. თაგვებს ასევე ჰქონდათ განსხვავებული ბაქტერიები ნაწლავის მიკრობიომებში. თაგვებზე ჩატარებული კვლევების შედეგებს ადადასტურებს ისიც, რომ ჯგუფის წევრებმა ვერ აღმოაჩინეს ბადურის მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ თაგვებში, რომლებსაც კვებავდნენ დაბალგლიკემიური დიეტით.

როცა თაგვები გადაიყვანეს მაღალიდან დაბალგლიკემიურ საკვებზე, გარკვეული მავნე მეტაბოლური ფაქტორების თვალის ქსოვილში დაგროვება შენელდა, შეჩერდა ან საერთოდ გაუქმდა. დიეტურმა გადართვამ ასევე შეაჩერა ან შეცვალა AMD - ს ნიშნები. ნაწლავური მიკრობიომები აღდგა და გახდა ისეთი, როგორიც ჰქონდათ დაბალგლიკემიურ დიეტაზე მყოფ თაგვებს.

შემდგომი განვითარებისას მეტაბოლური ფაქტორები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოახდინა ამ ჯგუფმა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ბიომარკერები AMD - ს პროგნოზირებისა და აღმოჩენისთვის, ასევე მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდების შეფასებისთვის.

"ჩვენი შედეგები წარმოაჩენს ურთიერთქმედებას დიეტურ ნახშირწყლებს, ნაწლავის მიკრობიომს, კონკრეტულ ბიოქიმიურ მოლეკულებსა და AMD - ს მახასიათებლებს შორის. ამ შრომამ უნდა მიგვიყვანოს ადრეული AMD - ს შეცნობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახლებურ მიდგომასთან - შესაძლოა მხედველობაზე ზემოქმედების მოხდენამდე", - განმარტავს ტეილორი. "უკვე მოსალოდნელი ჩვენი ადამიანური ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგები გვიჩვენებენ, რომ ჩვენ შეგვიძლია კვების ოპტიმიზირება, რათა თავიდან ავიცილოთ AMD-ს განვითარება".

192 просмотра0 комментариев

Commentaires


bottom of page