top of page

სისხლის ანალიზით შესაძლებელია დიაბეტის განვითარების რისკის წინასწარმეტყველება


მეცნიერებმა დაადგინეს სისხლის ის 5 მოლეკულა, რომელთა საშუალებით შესაძლებელია დიაბეტის განვითარების რისკის განსაზღვრა დაავადების ტიპიური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე.

კვლევის შედეგები დაგვეხმარება მაღალი რისკის ადამიანების გამოვლენაში, რომლებიც შეძლებენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას დაავადების შენელების ან შეჩერების მიზნით.

დიაბეტი ხასიათდება შაქრის არაჩვეულებრივად მაღალი დონით სისხლში. შაქარი ორგანიზმში გარდაიქმნება ენერგიად ჰორმონალური ინსულინის დახმარებით. დიაბეტი აღმოცენდება მაშინ, როცა ორგანიზმს არ შეუძლია სწორად წარმოქმნას ან გამოიყენოს ინსულინი.

II ტიპის დიაბეტი, ამ დაავადების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა, ვითარდება თანდათან, მრავალი წლის განმავლობაში. იმ დრომდე, სანამ მოხდება მისი დიაგნოსტირება, ინსულინის წარმომქმნელი კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები შესაძლოა უკვე დაზიანებული იყოს.

ცნობილია, რომ დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ზედმეტი წონა და უმოძრაობა, მაგრამ ისეთ ზუსტ მაჩვენებელს, როგორიცაა სისხლის მოლეკულური ბიომარკერები, შეუძლია მოგვცეს უფრო მიზანმიმართული ჩარევების საშუალება.

ექიმებმა თომას ჯ. ვანგმა, რობერტ .ე. გერშტენმა და მათმა კოლეგებმა მასაჩუსეტის საერთო საავადმყოფოდან და ბოსტონის უნივერსიტეტიდან გააანალიზეს სისხლის ნიმუშები, რომლებიც შეკრებილი იყო ფრემინგემის შთამომავლობის ხანგრძლივი კვლევის ფარგლებში სახოგადოებრივი თემების დონეზე - სპონსორდებოდა გულის, ფილტვების და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტის (NHLBI) მიერ. ახალი ანალიზი ნაწილობრივ ფინანსდებოდა დიაბეტის, საჭმლის მონელების და თირკმლების დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIDDK) მიერ.

1990 -იანი წლების დასაწყისიდან ექსპერიმენტში 2400-ზე მეტი დიაბეტის ნიშნების არმქონე მონაწილიდან 200 ადამიანს შემდეგი 12 წლის განმავლობაში განუვითარდა მე-2 ტიპის დიაბეტი. სისხლის საწყის ნიმუშებს ამ ბოლო ჯგუფიდან აანალიზებდნენ და ადარებდნენ შესაბამისი ასაკის იმ მონაწილეების ნიმუშებს, რომელთაც არ განუვითარდათ დიაბეტი, მაგრამ თავიდან ჰქონდათ მსგავსი რისკ-ფაქტორები.

მეცნიერებმა კვლევის საგნად გამოიყენეს მეტაბოლიზმი, რომელიც ფოკუსირდება ქიმიური ნივთიერებების უნიკალური ნარევზე, სახელწოდებით მეტაბოლიტები, ის, რასაც რეაქციები ტოვებენ მთელს ორგანიზმში. შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ქიმიური თითის ანაბეჭდები იყოს ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაღები.

მკვლევარებმა გამოიყენეს სისხლის ნიმუშებში 61 ამინომჟავისა და სხვა მეტაბოლიტების დონის სწრაფი გაზომვის ახალი ტექნოლოგიები. შედეგები გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემაში Nature Medicine - 20.03.2011.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 5 ამინომჟავის - იზოლეიცინი, ლეიცინი, ვალინი, თიროზინი და ფენილალანინი - მომატებული დონე წინასწარ გვამცნობს დიაბეტის დიაგნოზს. ამ ამინომჟავების მაღალი დონეები აღმოჩენილ იქნა დაავადების დაწყებამდე 12 წლით ადრე. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ 3 ამინომჟავის კომბინაცია კიდევ უფრო უკეთესი წინმცნობი აღმოჩნდა დიაბეტის განვითარების რისკისა.

მეცნიერებმა დაადასტურეს თავისი შედეგები კიბოსა და დიეტის დამოუკიდებელი კვლევის 300 მეტი მონაწილის სისხლის ნიმუშების ანალიზით.

იმ მონაწილეებსაც კი, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ისეთ ტრადიციულ რისკ-ფაქტორთან, როგორიცაა სიმსუქნე, ამ ამინომჟავების დონეების განსაზღვრა შეიძლება დაეხმაროს უპირატესი რისკის ადამიანთა დიფერენცირებაში. პირები, რომლებსაც 3 ყველაზე მეტად პროგნოზული ამინომჟავის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, 4-5 -ჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ დიაბეტი, ვიდრე ყველაზე დაბალი დონეების მქონე კვლევის მონაწილეებს.

"ამ მონაცემებს შეუძლიათ შეგვიქმნან წარმოდგენა იმ მეტაბოლურ გზებზე, რომლებმაც განიცადეს ნაადრევი ცვლილებები დიაბეტის ჩამოყალიბების პროცესში", - ამბობს ბ-ნი ვანი. "ისინი ასევე ზრდიან იმის ალბათობას, რომ ცალკეული ჯგუფების კვლევისას გამოვლინდნენ პირები დიაბეტის განვითარების უმაღლესი რისკით და მიღებულ იქნას ადრეული პროფილაქტიკური ზომები"..

Kommentare


bottom of page