top of page

სტენოკარდია "ნორმალური" კორონარული არტერიებით



ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (ICD 10) მეათე გადახედვაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში არის პუნქტი - (I 20.8) –(სტენოკარდიის სხვა ფორმები), სადაც ამ პუნქტს მიკუთვნებული დაავადებები სრულად არ არის შესწავლილი და მათი ცოდნის დეფიციტი არსებობს, არა მარტო ოჯახის ექიმებში არამედ თვით კარდიოლოგებს შორის. მტკიცებულების ბაზაზე დაყრდნობით, კვლევები გვიჩვენებს, რომ გულმკერდის არეში ტკივილით შემოსულ პაციენტთა 30 % - აქვს ნორმალური კორონარული არტერიები, ამასთან იმ პაციენტთა 60%-ს, რომელსაც ჩატარებული აქვს სტენტირება, ანუ სტენტით ნორმალურ დონემდე აქვთ გაფართოებული კორონარული სისხლძარღვები და წესით ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ველოერგომეტრით ან სარბენი ბილიკით) ნეგატიური უნდა იყოს-კვლევების ჩვენებით 60%-ში დადებითია. ე.ი ფიზიკური დატვირთვის დროს აღმოცენდება იშემია. ნორმალური, არაობსტრუქციული კორონარული სისხლძარღვების ფონზე მომდინარე სტენოკარდია არ წარმოადგენს იშვიათობს და შეადგენს ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის 10% -ს ქალებში და 6 % -ს -მამაკაცებში. რანდომიზირებული პლაცებო კონტროლირებული კვლევები ადასტურებენ, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკერები, აგფ-ინჰიბიტორები, L - არგინინი, სტატინები და ფიზიკური ვარჯიში, ამცირებენ სტენოკარდიის სიმპტომებს, სისხლძარღვების დისფუნქციას ან ორივეს ერთად, თუმცა კარდიული მოვლენების სიხშირის შესაფასებლად საჭიროა შემდგომში ხანგრძლივი დაკვირვების დროის მქონე მკვლევები.

გულმკერდის ტკივილის ფენომენის შეიძლება წარმოდგენილი იყო შემდეგი პათოლოგიებით:


კარდიული ეტიოლოგიის


კორონრული მიზეზით გამოწვეული:

  • ატიპიური სტენოკარდია (პრინც მეტალის სტენოკარდია)

  • კარდიული X სინდრომი

  • მიკროვასკულარული სტენოკარდია

  • კორონარული ნელი ნაკადის ფენომენი (Y სინდრომი)


არა კორონარული მიზეზით გამოწვეული:

  • პერიკარდიტი

  • მიოკარდიტი

  • კარდიომიოპათია

  • მიტრალური სარქვლის პროლაფსი

არაკარდიული ეტიოლოგიის:


რესპირატორული

  • პნევმოთორაქსი

  • პნევმონია

  • პულმონური ემბოლიზმი

  • მწვავე ბრონქული ასთმა

გასტროინტესტინალური

  • ეზოფაგიტი

  • საყლაპავის სპაზმი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი

  • ჰიატუსის თიაქარი

  • ნაღვლის ბუშტის კოლიკა

  • პანკრეატიტი

სხვა მიზეზები:

  • გულმკერდის სინდრომი -კუნთოვანი

  • კოსტოქონდრიტი (ტიტცეს სინდრომი)

  • ფსიქოგენური

  • მიუნჰაუზენის სინდრომი

  • და სხვა...

ნორმალური კორონარული არტერიების მქონე ანგიოგრამა არ გამორიცხვას მიოკარდიუმის იშემიის არსებობას ქალებში. კორონარული დაავადება და ტკივილი გულმკერდის მიდამოში, რომელიც შესაძლოა არსებობდეს მიუხედავად ნორმალური ანგიოგრამისა, გამოწვეულია ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით, კარდიული X სინდრომით, მიკროვასკულური სტენოკარდიით ან კორონარული ნელი ნაკადის ფენომენით (კარდიული Y სინდრომი).


ავტორი: კარდიოლოგი, პროფესორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ : vitiges63@gmail.com

147 просмотров0 комментариев

Comments


bottom of page