ქსარელტო წამალია რომლის გამოთქმაც უფრო ძნელია ვიდრე მისი გამოყენება. უამრავისთვის ის სიცოცხლის შემანარჩუნებელი წამალია. ქსარელტო (რივაროქსაბანი), არის ანტიკოაგულანტი (სისხლის გამათხელებელი) ტაბლეტი, რომელიც მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. ის გამოიყენება ღრმა ვენებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვში თრომბული კოლტის წარმოქმნა (პულმონური ემბოლიზმი - პე). თრომბული კოლტის წარმოქმნა შესაძლოა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. მაგალითად მუხლის ამ ბარძაყის სახსრის პროთეზირებისას. ასევე, ქსარელტო საუკეთესო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს მოციმციმე არითმია, რომელიც არ არის გამოწვეული დაზიანებული გულის სარქვლებისგან, დაეხმაროს მათ, რომ არ განუვითარდეთ თრომბის კოლტი, რომელსაც შეუძლია გადავიდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი.
2. რა არის ქსარელტო?
ქსარელტო მიეკუთვნება მედიკამენტთა იმ კლასს, რომელიც ცნობილია, როგორც მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორი (Factor Xa inhibitor). მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ბლოკავს თრომბოზული კოლტის წარმომქმნელი მე 10 ა ფაქტორს და ოთავიდან აცილებს სისხლის კოლტის განვითარებას ან მის უფრო გადიდებას. მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორს პროთრომბინი გადაჰყავს თრომბინში, რომელიც შემდეგ ააქტივებს კოაგულაციის საბოლოო კომპონენეტებს, საბოლოოდ კოლტის წარმოქმნამდე. სხვა მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორებს მიეკუთვნება -არიქსტრა (ფონდაპარინუქსი), ელიქუსი (აპიქსაბანი), და სავაისა (დაბიგატრანი). თუმცა უნდა ავღნიშნოთ რომ ეს ანტიკოაგულანტები ძვირია ვარფარინთან შედარებით და არახელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის.
3. მშვიდობით სისხლის რუტინულო ანალიზებო, გამარჯობა ბროკოლ! იმ პაციენტები ვინც იყენებს ან გამოუყენებია ვარფარინი დამეთანხმება, თუ რამდენად მოუხერხებელია მისი გამოყენება. მისი მოხმარება ითხოვს უამრავ ვიზიტს ლაბორატორიაში, ეგრეთ წოდებული INR (აინერის) რაოდენობის გასარკვევად და ამის შემდეგ ვიზიტებს ექიმთან ვარფარინის დოზის დასარეგულირებლად. გარდა ამისა ვარფარინის ზემოქმედება სისხლის შედედებაზე, დამოკიდებულია საჭმლის შემადგენლობაზე, განსაკუთრებით K ვიტამინის შემცველობის დონეზე, რომელიც განსაკუთრებით მაღალია ბროკოლის, ისპანახის და მწვანე ჩაის შემადგენლობაში.როგორც კვლევები გვიჩვენებენ ქსარელტოს გამოყენებისას თრომბის წარმომქმნელი ნივთიერებების დონე სისხლში რჩება უვლელი რაც ხელს უშლის თრომბის კოლტის წარმოქმნას.
4. სიფრთხილე გამოყენებისას: სისხლდენის ნიშნები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა (5%) ეს არის სისხლდენა თქვენ შეიძლება ადვილად, ჩაგილურჯდეთ კანი და პატარა განაკაწრიც კი, დიდი ხნის განმავლობაში არ შეჩერდეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ: • ხშირი სისხლდენები ცხვირიდან ან ღრძილებიდან • მძიმე მენსტრუალური სისხლდენები ან სისხლდენა საშვილოსნოდან. • შეუჩერებელი სისხლდენა • წითელი, ვარდისფერი ან ყავისფერი შარდი • ალისფერი ან კუპრივით შავი განავალი • სისხლიანი ხველა ან ყავის მარცვლების მსგავსი პირნაღები მასა • თავის ტკივილი, სისუსტე ან თავბრუსხვევა • ტკივილი და შეშუპება
ამასთანავე: • თავი დაანაბეთ მონაწილეობას ისეთი სპორტის სახეობაში, სადაც შესაძლებელია ადვილად მიიღოთ სისხლჩაქცევა, ნაკაწრი, ან დაზიანება. ფრთხილად იყავით ბასრი საგნების გამოყენებისას, ისეთების, როგორიცაა სამართებელი, ფრჩხილების საკვნეტი და მაკრატელი. მოერიდეთ ცხვირის წვალებას და დიდი ძალით დაცემინებას. • სისხლდენის რისკი იზრდება თუ თქვენ გაქვთ ჩადგმული კათეტერი ან თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თირკმლებში. სისხლდენის რისკი იზრდება, თუ თქვენი დაავადებული თირკმელების პრობლემა უარესდება. • მოინახულეთ თქვენი ექიმით თუ თქვენ წამლის მიღების დაწყებიდან თქვენ შეგიმცირდათ შარდის გამოყოფა, გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა, ცნობიერების დარღვევა, წონის სწრაფი კლება, სახის, ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს თირკმელების სერიოზული პრობლემით. • იყავით ფრთხილად , როდესაც რეგულარულად იყენებთ კბილის ჯაგრის, კბილის ძაფს, ან კბილის ჩხირს. აუცილებლად გაესინჯეთ თქვენს ექიმს, როდესაც ჩაიტარებთ კბილზე რაიმე პროცედურას. • არ შეწყვიტოთ ქსარელტოს მიღება უეცრად, თუ არ გაესაუბრებით თქვენს ექიმს. ქსარელტოს უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. • აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექინს თუ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ ორსულობას. • არ მიიღოთ სხვა წამალი ქსარელტოსთან ექიმის დაუკითხავად. ეს ეხება როგორც რეცეპტით გამოსაწერ წამალს აგრეთვე რეცეპტის გარეშე მისაღებ პრეპარატებს, მათ შორის ვიტამინებს და ბიოდანამატებს.
5. ქსარელტოს სწორი მოხმარება
მიიღეთ ეს პრეპარატი თუ ის დანიშნულია პირდაპირ თქვენი ექიმის მიერ. არ მიიღო ის ზედმეტი და არ მიიღოთ ის უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივად ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ. რდგან მის მოხმარების გაზრდა გამოიწვევეს მისი გვერდითი მოვლენების გაძლიერებას. წამალს აუცილებლად მოჰყვება,მისის მოხმარების წესები. აუცილებლად წაიკითხეთ ის, რასაც ვერ გაიგებთ, შეეკითხეთ ექიმს 10 მგ-იანი ტაბლეტები შესაძლოა მიიღოთ საჭმელთან ერთად ან მის გარეშე. 15 და 20 მგ-იანი ტაბლეტები აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭმელთან ერთად. ასევე, ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღის ერთსა და იმავე დროს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჩაყლაპოთ ტაბლეტი მთლიანად: • 10 -,15 -, ან 20 მგ ტაბლეტები შეგიძლიათ დატეხოთ წვრილ ნაწილებად და შეურიოთ მცირე რაოდენობის ვაშლის წვენს. ეს ნარევი მაშინვე მიღებული უნდა იყოს საჭმელთან ერთად. თუ თქვენ გაქვთ ჩაყენებული ნაზოგასტრალური ზონდი, მაშინ 10 -, 15 -, ან 20 მგ ტაბლეტები შეგიძლიათ დატეხოთ პატარა ნაწილებად, შეურიოთ 50 მლ წყალს და მიიღოთ ინტრანაზალურად. 6. ქსარელტოს დოზირება ქსარელტოს დოზა განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტისთვის. მისდიეთ იმ დოზა რაც ექიმმა დაგინიშნათ ან იმ მიმართულებას რაც ეტიკეტზე აწერიათ. მისაღები ქსარელტოს დოზები, რაოდენობა და ხანფრძლივობა დამოკიდებულია იმ პრობლემის სერიოზულობაზე, რის გამოც თქვენ იღებთ პრეპარატს • ორალური დოზის ფორმები (ტაბლეტები): o ღრმა ვენების თრომბოზი (ბარძაყის სახსრის პროთეზირება) § მოზრდილები - 10 მგ დღეში ერთხელ 35 დღის განმავლობაში. o ღრმა ვენების თრომბოზი მუხლის სახსრის პროთეზირება) § მოზრდილები - 10 მგ დღეში ერთხელ 12 დღის განმავლობაში. საწყისი დოზა დაწყებული უნდა იყოს ქირურგიული ოპერაციიდან 6 დან 10 სთ-მდე o ღრმა ვენები თრომბოზის გამეორების თავიდან ასაცილებლად და ფილტვების ემბოლიზმის დროს: § მოზრდილები - 20 მგ დღეში ერხელ საჭმელთან ერთად. o არასარქვლოვანი წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, ინსულტისა და სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად: § მოზრდილები -15 ან 20 მგ დღეში ერთხელ, ვახშამთან ერთად. o ღრმა ვენების თრომბოზის და პულმონური ემბოლიზმის სამკურნალოდ § მოზრდილები - დასწყისში მიიღეთ 15 მგ დღეში 2-ჯერ საჭმელთან ერთად 21 დღის განმავლობაში. შემდგომ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ 20 მგ-იან ტაბლეტს დრესი 1 ხელ, დღის ერთსა და იმავე დროს, საჭმელთან ერთად ბავშვებში -ქსარელტოს მოხმარება და დოზები განსაზღვრული უნდა იყოს თქვენი ექიმის მიერ.
გამოტოვებული დოზა თუ თქვენ ღებულობთ ქსარელტოს დღეში ერთხელ: და თქვენ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, იმავე დღეს, და მეორე დღეს მისი მიღება გააგრძელეთ ფიქსირებული განრიგის მიხედვით თუ თქვენ ღებულობთ წამალს ორჯერ დღეში: და თქვენ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, იმავე დღეს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 2 დოზა ერთდროულად გამოტოვებული დოზის გამო. მეორე დღეს ქსარელტოს მიღება გააგრძელეთ ფიქსირებული განრიგის მიხედვით
7. ქსარელტოს ურთიერთქმედება წამლებთან: სახიფათო კომბინაციები
ადვილი მისახვედრია, რომ თუ ქსარელტოს მიიღებთ სხვა სისხლის გამათხელებელ პრეპარატთან ერთად - სისხლდენის რისკი გაიზრდება მაგალითად • ასპირინი დ ასპირინის შემცველი პრეპარატები • არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგოწამლები (NSAIDS) მაგალითად იპუბრუფენი • ვარფარინი (კუმადინი, ჯანტოვენი) • ჰეპარინი • კლოპიდოგრელი, პრასუგრელი, ტიკაგრესოლი • სხვა ნებისმიერი წამალი რომელიც ათხელებს სისხლს უთხარით თქვენ ექიმს დამატებითი წამლების დასახელება, რომელიც თქვენ იღებთ და გაიარეთ თუ იღებთ წამლები რომელიმეს. და შეამოწმეთ თვითოეული წამლის ურთიერთმოქმედება ქსარელტოსთან საიტზე http://www.drugs.com/drug-interactions/rivaroxaban,xarelto-index.html?filter=3&generic_only=
ქსარელტომ შესაძლებელია გამოიწვიოს უარყოფითი ქმედებები სხვა წამლებთან ურთიერთობისას. უთხარით თქვენ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე წამალს, რომელთა მიღებაც ქსარელტოსთან ერთად არ არის რეკომენდირებული. • Argatroban -აგრატორბანი • Bivalirudin - ბივალურიდინი • Carbamazepine -კარბამეზაპინი • Choline Salicylate- ქოლინის სალიცილატი • Cilostazol -ცილოსტაზოლი • Dabigatran Etexilate- დაბიგატრანი • Dalteparin -დალტეპარინი • Dexamethasone- დექსამეტაზონი • Diclofenac -დიკლოფენაკი • Dipyridamole-დიპირიდამოლი • DroxicamEdoxaban- ენდოქსაბანი • Enoxaparin- ენოქსიპარინი • Eptifibatide- ეპტიფიბატიდი • Fenofibrate- ფენობიბრატი • Fondaparinux - ფონდაპარონუქსი • Heparin - ჰეპარინი • Ibuprofen- იბუპროფენი • Indomethacin -იმდომეტაცინი • Itraconazole -იტრაცონაზოლი • Ketoconazole - კეტოკონაზოლი და სხვა დღეს დღეობით შესწავლილია 350 წამლის ურთიერთქმედება ქსარელტოსთან. უთხარით თქვენ ექიმს დამატებითი წამლების დასახელება, რომელიც თქვენ იღებთ და მოსთხოვეთ მას შეამოწმეთ თვითოეული ამ წამლის ურთიერთმოქმედება ქსარელტოსთან საიტზე http://www.drugs.com/drug-interactions/rivaroxaban,xarelto-index.html?filter=3&generic_only= თუ მაინც საჭიროა მათი ერთად მიღება, მაშინ ექიმი განგისაზღვრავთ მათ დოზებს
8. სადაცაა ანტიდოტებიც გამოჩნდება როდესაც სისხლდენა ხდება ვარფარინის მიღების გამო, მისი შეჩერება ადვილია რადგან არსებობს მისი ანტიდოტი. ქსარელტო მიეკუთვნება სისხლის შედედების სისტემის მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორს, და მისი ანტიდოტი ჯერ ჯერობით არ არსებობს. თუმცა ფარმაცეტიული კომპანია Portola Pharmaceuticals -მა შეიმუშავა ქსარელტოს ანტიდოტი, რომელიც დამუშავების ბოლო სტადიაზეა და მალე გამოვა მოხმარებაში. მისი სახელია ანდექსანეტ ალფა (andexanet alfa). ანდექსანეტ ალფა გამოიგონეს იმ პაციენტების სისხლდენის შესაჩერებლად, რომლებიც იღებდნენთრომბინის მე 10 ა ფაქტორის ინჰიბიტორს და განუვითარდათ დიდი სისხლდენა, ან სასწრაფოდ ესაჭიროებათ გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. ამ წამლის შექმნა FDA-ს მიერ მიჩნეულია ღირსშესანიშნავ მოვლენად თერაპიის ისტორიაში.
9. გაფრთხილებები და რჩევები ქსარელტოს გამოყენებისას პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებმა სიფრთხილით უნდა მიიღოს ქსარელტო. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ: • თქვენ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას • თქვენ ბავშვს აწოვებთ ძუძუს ან აპირებთ ბავშვს აწოვოთ ძუძუ • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის და ღვიძლის დაავადება; შესაძლოა საჭირო გახდეს დოზების შეცვლა გაესაუბრეთ ექიმს თუ თქვენ გაქვთ დამატებით რაიმე პრობლემა. ნუ შეწყვეტთ მის მიღებას ექიმის გარეშე. შეეცადეთ დროულად შეავსოთ ქსარელტოს მარაგი, რათა არ მოხდეს ქსარელტოს დოზის გამოტოვება. • ქსარელტოს მოქმედება არ არის გამოკვლეული ბავშვებში • მოხუცებში ქსარელტოს გამოყენება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ მათ შეიძლება უფრო ადვილად დაემართოთ სისხლდენები ასევე მათ უფრო დაზიანებული აქვთ თირკმელები, რაც ზრდის გვერდით მოვლენებს ქსარელტოს გამოყენებისას.
10. გქონდეთ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი თუ თქვენ მოიხმართ ქსარელტოს, ძალიან მნიშვნელოვანია განაგრძოთ რეგულარული ვიზიტები ექიმთან, რათა დარწმუნებული იყოთ რომ წამლის მოქმედება მიდის შესაბამისად, სისხლის ანალიზი საჭიროა რათა გამოვავლინოთ არასასურველი ეფეტები. არ გააცდინოთ ვიზიტი. ახლახან დამთავრებულმა კვლევამ აჩვენა რომ იმ პაცოიენტებს, რომლებსაც რეგულარული კონტაქტი ჰქონდათ ექიმებთან 80% -ით უფრო სწორედ იღებდნენ ქსარელტოს, დოზის ჩაუგდებლად, და მათ აღენიშნებოდათ უფრო ნაკლები ინსულტი, ფილტვის არტერიების ემბოლიზმი, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებსაც შეწყვეტილი ჰქონდათ კონტაქტი ექიმთან. აუცილებლად შეეკითხეთ თქვენ ექიმს და გაიგეთ მისი აზრი თუ თქვენ გადაწყვეტთ ქსარელტოს მკურნალობაში ცვლილებების შეტანას.
ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://medicus.ge/
Komentáře