დაავადება ცელიაკია, ცილა გლუტეინისადმი მგრძობელობა და მარცვლეულზე (ხორბლის) ალერგია ზოგადად შემდეგი სახის გასტროინტერსტიციალური სიმპტომატიკით არის წარმოდგენილი : მუცლის სპაზმური ტკივილი, მუცლის შებერვა, აირების ჭარბი დაგროვება /გამოყოფა, ასევე დიარეა და ყაბზობა.
სიმპტომები შეიძლება ასევე იყოს სხეულის ნაწილების ტკივილის ან დისკომფორტის სახით გამოხატული, მაგ: სახსრების ტკივილი, კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი, კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები (ოსტეოპოროზი), პირის ღრუს დაზიანება, ქვედა კიდურების პარესთეზია (რაც ზოგჯერ ნეიროპათია ჰგონიათ), თავის ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებადობა ან უხასიათობა. აგრეთვე ზოგჯერ ანემია და კანზე გამონაყარი ანუ შესაძლებელია ალერგიული სიმპტომებიც იქნეს გამოვლენილი - ქავილი, ჭინჭრის ციება ან ანაფილაქსია.
ყველა ამ მდგომარეობის მკურნალობა ძირითადად მხოლოდ დიეტაა.
მაინც რას წარმოადგენს ეს დაავადებები და რა განსხვავებაა მათში? როგორ მოვახდინოთ დიფერენცირება ცელიაკიას , გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათიის და მარცლოვანებზე ალერგიის შემთხვევაში ?
1. ცელიაკია - ეს არის გენეტიკური დაავადება , რომლის დროსაც ცილა გლუტეინის წვრილ ნაწლავში მოხვედრა იწვევს იმუნურ რეაქციას, წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დაზიანებას და განსაზღვრული საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას ( მალაბსორბცია). შეწოვის გარეშე დარჩენილი ცხიმი, ცილა, ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა განავალთან ერთად. დაავადების ზოგჯერ ცელიაკია სპრუს უწოდებენ .
ამ პათოლოგიას 300-ზე მეტი განსაზღვრული სიმპტომატიკა შეიძლება ახასიათებდეს, მათ შორისაა არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილი, არამედ - ქცევითი ცვლილებები, დერმატიტი , შეფერხებული ზრდა და უშვილობაც კი. მაღალი ალბათობით იგი პედიატრიულ ასაკში ვლინდება, თუმცა - პიროვნების გენეტიკური მიდრეკილების დროს, დაავადება შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.
ამჟამად დადგენილია, რომ მოსახლეობის დაახლოებით 1% -ს აქვს ცელიაკიის დიაგნოზი, ხოლო 83% არ ან ვერ აქვს დასმული დიაგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები გრძელდება, როგორც აღვნიშნეთ ამ დროსთვის, მხოლოდ გლუტეინ - თავისუფალი დიეტა რჩება ერთადერთ სამკურნალო ალტერნატივად. პაციენტმა ისე უნდა შეცვალოს კვების რაციონი, რომ თავიდან აიცილოს ცილა გლუტეინის მიღება. ამ მიზნით აუცილებელია, რაციონიდან გამოირიცხოს:
ქერი;
ჭვავი;
ხორბალი;
შვრია და ნებისმიერი კერძი, რომელიც თუნდაც მცირე რაოდენობით შეიცავს ამ საკვებ პროდუქტებს.
დიაგნოზს ადასტურებს ვენურ სისხლში იმუნოგლობინი „ა“A (IgAA) და ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა. ასევე დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს წვრილი ნაწლავის მცირე ნაწილის მიკროსკოპიული გამოკვლევა- ბიოფსია.
2. გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია კლინიკურად მსგავსი პრობლემაა და ბევრი თვლის მას ცელიაკიად, თუმცა კვლევებისას იგი არ დიაგნოსტირდება. ამ სინდრომის აღმომჩენი და დამადასტურებელი არც ტესტები არსებობს და არც ბიომარკერით ხდება იდენტიფიცირება.
2012 წლის დასაწყისიდან , საერთაშორისო ჯგუფის ექსპერტების მიერ გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია კლასიფიცირდება, როგორც ცალკე ნოზოლოგია . დაავადების მანიფესტირება შეიძლება დაიწყოს გლუტეინის მიღებიდა 48 საათის შემდეგ და გაგრძელდეს ხანგრძლივად. დიაგნოზირება მხოლოდ გამორიცხვის მეთოდითაა შესაძლებელი, ანუ კეთდება როგორც იმუნოგლობინი E E“ე“ (IgEE) ალერგიის გამოსარიცხად, ასევე იმუნოგლობინი „ა“A (IgAA) A და ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ამის შემდეგ, თუ მკაცრი დიეტით პაციენტის გაუმჯობესება შეინიშნება, შეიძლება დაისვას დიაგნოზი. კვლევების დადგენილია, რომ ეს სინდრომი მოსახლეობის 2%-დან 6% -მდე აქვს.
ამ ორივე არადროულად ნამკურნალევ პათოლოგიას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები. უფრო ხშირად გამოხატულია - ლაქტოზის აუტანლობა - გლუტეინის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო მუცლის ტკივილი და დიარეა შეიძლება გამოიწვიოს იმ საკვებმაც, რომელიც სულაც არ შეიცავს გლუტეინს. ზოგიერთი დაავადებული ადამიანი ვერ იტანს რძის შაქარს - ლაქტოზას. ამ მდგომარეობას ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეზღუდოს არა მარტო გლუტეინის, არამედ ლაქტოზის შემცველი საკვები და სასმელიც. ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესებისას ადამიანმა შეიძლება კვლავ მიიღოს რძის პროდუქტები, თუმცა ზოგიერთ პაციენტს ცელიაკიისას ლაქტოზის აუტანლობა მუდმივად რჩება.
3. რაც შეეხება მარცვლოვანებზე ალერგიას -ეს არის იმუნური პასუხი მცენარეში არსებულ რამდენიმე ცილაზე. ე. წ. „ხორბლის“ ალერგიის დროს, სისხლის თეთრი უჯრედები- სახელწოდებით T ჰელპერები გზავნიან იმუნოგლობულინი E”ე“ (IgEE) -ანტისხეულებს "თავდასხმისთვის " მარცვლოვანის ცილაზე. ეს რეაქცია ხდება ძალიან სწრაფად (წუთიდან რამდენიმე საათში) და კლინიკურად ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ქავილი, ტუჩების და ენის შეშუპება , სუნთქვითი პრობლემები, ან ანაფილაქსიაც კი (სიცოცხლისთვის ძლიერ საშიში რეაქცია).
პირს, რომელსაც აქვს ხორბლის ალერგია თავი უნდა შეიკავოს მარცვლოვანების ნებისმიერი ფორმით მიღებისგან, მაგრამ საინტერესოა, რომ სხვა პროდუქტებში არსებული გლუტენის შემცველობის შეთვისებაში, ორგანიზმს არ ექმნება პრომლემა (?)
დიაგნოსტიკა ხდება სისხლში იმუნოგლობინი IgEE მატების განსაზღვრით, ასევე კანის ტესტის და ორმაგი ბრმა პლაცებო ტესტის გამოყენებით ალერგენზე, რის შედეგადაც ხდება საკვებიდან ამ ალერგენის ამოღება.
საინტერესო და წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ესპანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელიც სწრაფად და ზუსტად შეუძლებს გამოავლინოს ცელიაკია ბავშვებში. მაშინაც კი, თუ დაავადების კლინიკური სიმპტომები არ არსებობენ ან პრაქტიკულად უხილავია. ეს არის მცირედ ინვაზიური პროცედურა - ტესტს ჭირდება მხოლოდ ერთი წვეთი კაპილარული სისხლი. სპეციალური მოწყობილობა აღმოაჩენს აუტოანტიგენს და ამას მხოლოდ ათი წუთი დასჭირდება, ტესტის ღირებულება კი 13- 14 დოლარი ჯდება.
コメント